მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის მოსახლეობამ სახელმწიფოსგან, შესაძლოა ყოველთვიურად 2250 ევრო მიიღოს

56aefb38cbc4a
BM.GE
01.02.16 10:25
2109
გსურთ თუ არა სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 2 250 ევროს მიღება? ამ კითხვას შვეიცარიის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე უნდა უპასუხონ. იმ შემთხვევაში თუ ინიციატივამ შვეიცარიელთა მოწონება დაიმსახურა, ქვეყნის ყველა მოქალაქე შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, სახელმწიფოსგან თვეში 2500 ფრანკს მიიღებს, რაც 2250 ევროს ექვივალენტურია. არასრულწლოვნებს კი 625 ფრანკი ჩაერიცხებათ. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა გარანტირებული შემოსავლის მიღების შემთხვევაში სამუშაო ადგილის დატოვებას არ აპირებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარია მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც მოქალაქეებს ყოველთვიური შემოსავლით უზრუნველყოფს.