15.დეკემბერი.2015 16:14
მსოფლიო

შვედური კრონი ნაღდი ფულის მიმოქცევიდან ქრება

შვედური კრონი ნაღდი ფულის მიმოქცევიდან ქრება
სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ევროპული სავალუტო სისტემის ვეტერანი, შვედური კრონი, თანდათან ნაღდი ფულის მიმოქცევიდან ქრება. 6 წლის წინ, შვედეთში მიმოქცევაში 106 მლრდ კრონი იყო, დღეს კი მისი მოცულობა - 80 მლრდ-ია. შვედეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, 1998 წლიდან 2013-მდე, პლასტიკური ბარათებით გადახდები 10-ჯერ გაიზარდა. კვლევის ავტორები თვლიან, რომ 2030 წლისთვის, ფიზიკური ფული შვედეთში შესაძლოა საერთოდ აღარ დარჩეს. არადა, სწორედ შვედეთი იყო ევროპაში პირველი, რომელმაც მე-17 საუკუნეში ფულის ბანკნოტები შემოიღო.

"ფული უდიდეს როლს თამაშობს ეროვნული იდენტობის ფორმირებაში. ადამიანები ამბობენ - "მე მაქვს ფული სამშობლოდან". ეს სიამაყის საგანია, განსაკუთრებით თუ ამ ფულის სხვაში გადაცვლა შეგიძლიათ - დოლარში ან რაიმე სხვა ვალუტაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკუთარი ფული - ერთგვარი ეროვნული ფასეულობაა, ეროვნული სიამაყე", - მიაჩნია სტოკჰოლმის ნუმიზმატური მუზეუმის კურატორს ტორბერნ სუნდკვისტს. 



17.აგვისტო.2018 15:11
227

მინისტრი: თურქეთი დაძლევს სავალუტო კრიზისს და მზადაა, ბანკების დასახმარებლად

ვრცლად
13.აგვისტო.2018 19:45
374

Google-ის დილემა ჩინეთის ბაზარზე

ვრცლად
13.აგვისტო.2018 19:04
992

„ჯინსი მოდიდან გადადის“, - Lee-ის და Wrangler-ის მფლობელი სტრატეგიული გადაწყობისთვის ემზადება

ვრცლად
12.აგვისტო.2018 18:00
204

თურქეთი სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობას ადგილობრივ ვალუტაში გეგმავს

ვრცლად
12.აგვისტო.2018 16:00
182

ევროპის ყველაზე ინოვაციური ქვეყნები

ვრცლად
11.აგვისტო.2018 18:00
196

იაპონიის ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად იზრდება

ვრცლად