შსს-სა და სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი უწყებებისთვის 4 მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანებს შეიძენენ.
გათვალისწინებულია 60 ერთეული ავტომობილის ყიდვა, რომლებსაც უწყება ოპერატიული დანიშნულებით გამოიყენებს. ავტომანქანები 2019 წელს უნდა იყოს გამოშვებული, არ უნდა ჰქონდეს 2,4-მ3-ზე მეტი ძრავის მოცულობა, გადაცემათა კოლოფი კი მექანიკური უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ შემსყიდველს, შსს-ს მანქანებისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ჩამონათვალში, მოპარვის საწინააღმდეგო სისტემაც (იმობილაიზერი) აქვს მითითებული. გამარჯვებულმა კომპანიამ მანქანების მიწოდება მოთხოვნიდან 230 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.