24.იანვარი.2016 19:13
ბიზნესი

შშმ პირებით დასაქმებული კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილის მაღაზიებში რეალიზაციისთვის ემზადება

შშმ პირებით დასაქმებული კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილის მაღაზიებში რეალიზაციისთვის ემზადება
უკვე რამდენიმე წელია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის „სოფლის იმედი“, თხილს აწარმოებს. „სოფლის იმედი“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, რომელშიც მალხაზ ხუნწარიასთან ერთად, ამ ეტაპზე 27 ადამიანია გაწევრიანებული. კოოპერატივი 35 ჰექტარზე მდებარეობს და სეზონზე დაახლოებით 50 ტონა თხილს აწარმოებს. თხილის დამუშავების პროცესი, სოფელში მდებარე ფაქრიკაში მიმდინარეობს, შემდოგომი პროცესი ექსპორტიორებისთვის მისი ჩაბარებაა, რის შემდეგაც „სოფლის იმედის“ თხილი ევროპაში ხვდება.
 
კოოპერატივში 5 შშმ პირია დასაქმებული. კოოპერატივმა ჩეხეთის მთავრობის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მეურნეობის შშმ პირებისთვის ადაპტირება მოხდა.

როგორც მალხაზ ხუნწარია „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, თხილის რეალიზების პრობლემა დღეს არ დგას, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია. თუმცა კოოპერატივს აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქარხნის შენობის რეგისტრაცია სჭირდება. სოფელში, წლების წინ ორი საჯარო სკოლა ფუნქციონირება, მოსახლეობის ბარში გადასახლების შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დაიხურა. დახურულ შენობაში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, - შენობა დღეს სახელმწიფოს ბალანსზეა, კოოპერატივს კი მისი გამოსყიდვა საკუთარი სახსრებით არ შეუძლია, რადგან სახელმწიფომ მაღალმთიან სოფელში არსებული შენობა 200 000 ლარად შეაფასა.

„ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით შენობა დაიშლებოდა, დაახლოებით 30 000-ის რეინვესტირება გავაკეთეთ მასში. გვსურდა ის ან იჯარით აგვეღო, ან შეღავათიან ფასად, მაგრამ 200 000-ზე მეტად შეაფასეს, სოფელში გზაც კი არ არის, ამდენი ფული, რომ გვქოდეს ქალაქში ვიყიდით ქარხანას. აღნიშნულ პრობლემაზე რამდენჯერმე შევხვდი გიორგი კვირიკაშვილსაც, თავად დამეთანხმა, რომ არარეალური თანხაა.

ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფოს დიდი თავკომბალაა, რომელიც დაბრკოლებას უქმნის მცირე ბიზნესებს“, - აცხადებს მალხაზ ხუნწარია.

კოოპერატივს შენობის გადაფორმება სამომავლო გეგმების განსახორციელებლად სურს. კერძოდ უახლოეს პერიოდში „სოფლის იმედის“ შეფუთული თხილის პროდუქტი შესაძლოა მაღაზიებში ვიხილოთ.

„ჩვენ ფაქტიურად სამეგრელოს რეგიონში პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივი ვიყავით. მოგეხსენებათ სოფელში დაბალია ადამიანების ცნობიერება. გლეხს კოოპერატივიში გასაწევრიანებლად რაიმე ხელმოსაჭიდი უნდა ჰქონდეს, ტექნიკური ან ფინანსური კუთხით. ამიტომ ურჩევნიათ საკუთარი მოყვანილი პროდუქცია თავადვე მოიხმარონ.

თუ იაფ ფულთან არ გაჩნდა წვდომა ძნელია მცირე ბიზნესის განვითარება. ბანკებთან ურთიერთობა საკმაოდ ძნელია, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო სესხი 15,5 პროცენტამდე გაგვეზარდა“, - აცხადებს მალხაზ ხუნწარია.



16.იანვარი.2019 18:00
32

მეწარმე : "წინა მთავრობის დროს კომუნიკაცია გაცილებით უკეთესი იყო“

ვრცლად
15.იანვარი.2019 12:00
940

,,ვაზისუბნის მამულში“ ღვინის ახალ საწარმოს ააშენებენ

ვრცლად
15.იანვარი.2019 09:50
437

,,ვაზისუბნის მამული“ ევროპაში ლოგისტიკურ ცენტრს ქმნის

ვრცლად
14.იანვარი.2019 17:08
46

Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

ვრცლად
14.იანვარი.2019 16:06
283

ბიზნესომბუდსმენი: თამბაქოზე აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა მთავრობამ დარგს უნდა გააცნოს

ვრცლად
09.იანვარი.2019 17:03
103

„ვისოლმა“ საქველმოქმედო ჩვენებას „შობა ტიფლისში“ უმასპინძლა

ვრცლად