01.მარტი.2016 15:45
საზოგადოება

შშმ პირებით დასაქმებულ სათბურში მოყვანილი მარწყვი თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა

შშმ პირებით დასაქმებულ სათბურში მოყვანილი მარწყვი თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა
შშმ პირების მიერ მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა. სათბური, რომელიც გასული წლიდან მოქმედებს, მერიის დაფინანსებით სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრმა "აისი" შექმნა.
 
როგორც "საქმიან დილასთან" ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭინჭარაულმა განაცხადა, სოციალურ საწარმოში, 8 ბენეფიციარია დასაქმებული. "ბენეფიციარები პერიოდულად იცვლებიან. ამ ეტაპზე მათი ძირითადი საქმიანობა, მარწყვის მოკრეფა და დაფასოვებაა. სათბური ავჭალაში, 9 000 კვადრატულ ეზოში მდებარეობს".
 
"აისის" ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი ამ ეტაპზე "გუდვილის" დიღმის ქსელში იყიდება, პროდუქტი ეტაპობრივად სხვა ქსელებშიც გავრცელდება.

"ჩვენი ორგანიზაცია 2002 წელს ბენეფიციარების მშობლებმა დააფუძნეს. ამ ეტაპზე 60-მდე ბენეფიციარი გვყავს, რომელთა 50 პროცენტი 18 წლის და მეტი ასაკისაა. სოციალური საწარმოები იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბენეფიციარებს დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდეთ. იმის გამო, რომ საქართველოში ფაბრიკა-ქარხნები არ მუშაობენ, იმის ილუზია არც გვქონია, რომ ამ ადამიანების გარე დასაქმებას შევძლებდით. ამიტომაც ამის კეთება შიდა ბაზარზე დავიწყეთ. შევქმენით სოციალური საწარმოები და შშმ პირები დავასაქმეთ.

2015 წლის მაისში მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურმა სათბურის პროექტი დაგვიფინანსა. ამ ამბავში ყველაზე განსაკუთრებული ის იყო, რომ წესით დონორები ინფრასტრუქტურას აფინანსებენ, ამ შემთხვევაში ტრენინგების ნაწილიც დაფინანსდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის", - აცხადებს ნინო ჭინჭარაული.



26.მაისი.2018 19:40
173

საბჭოთა იმპერიალიზმის სიმბოლო თავისუფლების მონუმენტად გადაიქცევა

ვრცლად
26.მაისი.2018 18:40
81

დამსაქმებელთა ასოციაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სფეროს კონტროლი სურს

ვრცლად
26.მაისი.2018 18:15
89

"მუნიციპალური საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობით მოსახლეობა კმაყოფილია"

ვრცლად
26.მაისი.2018 16:20
103

მერიის შენიშვნების შემდეგ, რა შეიცვალა თბილისის გენგეგმაში?

ვრცლად
26.მაისი.2018 15:50
483

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის, 2021 წელს ნატო-ს წევრი გახდეს

ვრცლად
26.მაისი.2018 15:20
133

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დაკონკრეტდება

ვრცლად