მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლის გუბერნატორი: ბოშურის მიმდებარედ 1 ჰა ფართობი იწვის

599c66be866d9
BM.GE
22.08.17 21:13
1558
გორში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტეროტირიაზე ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ "ტვ პირველს“ განუცხადა, ცეცხლი დაახლოებით 1 ჰა. ტერიტორიაზეა გავრცელებული.

მისი ინფორმაციით, რელიეფი საკმაოდ რთულია, რადგანაც ხანძარი მთაზეა, თუმცა, ჯერჯერობით დამატებითი ძალები მეხანძრეებს არ სჭირდებათ.

კახა სამხარაძის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგანაც ხანძარი 5-6- კმ-ით დაშორებულია მოსახლეობას.