12.ივლისი.2018 17:06
საზოგადოება

შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
"აეროპორტების გაერთიანების" მიერ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. დღეს ბოლო ვადა იყო, როცა შიდა ფრენებით დაინტერესებულ ავიაკომპანიებს საკუთარი განაცხადები უნდა წარედგინათ, თუმცა დაინტერესება არავინ გამოხატა, შესაბამისად შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, ტენდერს მიენიჭა სტატუსი "არ შედგა".

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას მგზავრთა გადაყვანა ერთი, არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი, არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით უნდა უზრუნველეყო და სულ 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით 2248 რეისი,საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი უნდა შეესრულებინა. ჯამში შიდა რეისების სუბსიდირებისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში 49,6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



20.სექტემბერი.2018 11:42
28

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 11:23
82

ელექტრო მიკროავტუბუსები და ავტობუსები დღგ-სა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 10:54
165

ხევი-უბისას მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 10:33
47

საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლო ჩამოყალიბდება

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 10:32
198

სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:30
50

თბილისი ზღვაზე მშნებლობები სანიტარული ნორმების იგნორირებით ხდება

ვრცლად