13.მარტი.2018 15:04
ეკონომიკა

შეწყდება თუ არა სახელმწიფოსა და "ინტერნეიშენალ ივენთს" შორის ხელშეკრულება?

შეწყდება თუ არა სახელმწიფოსა და "ინტერნეიშენალ ივენთს" შორის ხელშეკრულება?
შეუწყვეტს თუ არა ქონების ეროვნული სააგენტო შპს “ინტერნეიშენალ ივენთს” ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"საიამ განცხადებით დღეს მოგვმართა, საქმისწარმოება უკვე დაიწყო და კანონით დადგენილ ვადებში ჩვენ პოზიციას გავაჟღერებთ", - განუცხადეს Bm.ge-ს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა და კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მოითხოვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევით დადასტურდა, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთს, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული 2007 წლიდან. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ - მიხეილ გიორგაძეს და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკის, შესაძლოა, დღემდე აქტიური კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ კომპანიასთან.

საიას ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება, გადაუხდელი მართვის საზღაურისათვის შეადგენს - 950,140 ლარს, ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლო 1,512,330 ლარს და 10,102 აშშ დოლარს შეადგენს.
ავტორი: მარი როჭიკაშვილი



20.სექტემბერი.2018 10:00
37

გიორგი ხიშტოვანი: ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩვენ არ გვჭირდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:30
267

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
335

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
40

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
79

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
266

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად