მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევიდა თუ არა ჩიხში ანაკლიის პორტის მშენებლობა? - კონსორციუმის პასუხი

5c93b3c0383b8
ლევან თაღიაშვილი
21.03.19 20:15
814
„ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი „საქმის კურსის“ ეთერში პორტის მშენებლობის პროცესს აფასებს.

მისი განმარტებით, პროექტის მშენებლობა ჩიხში არაა შესული და მისი მშენებლობის პროცესი არცერთ ეტაპზე არ შეჩერებულა.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩიხშია შესული. რეალურად, პროკურატურის მიერ კონსორციუმის დამფუძნებლების მიმართულებით წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა შეგვიშალა ხელი, მიუხედავად ამისა, პროცესი არ შეგვიჩერებია", - განმარტა ახვლედიანმა.

ის ასევე ამბობს, რომ 2016 წელს, როდესაც პირველი ხელშეკრულება დაიდო, პროექტს მთავრობაში ერთეული მხარდამჭერი ჰყავდა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2016 წლისთვის ამ პროექტს ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავდა, ერთეულები, მთავრობაშიც კი“, - განაცხადა მან „საქმის კურსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.