მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეთავაზების შემთხვევაში ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრობაზე უარის თქმას არ აპირებს

594cc4b1c969e
ელენე გოგბერაშვილი
23.06.17 11:30
838
მას შემდეგ რაც ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დედაქალაქის მერის ერთ-ერთ კანდიდატურად მოიზარება, საუბარია, რომ მას მინისტრის პოსტზე ილია ელოშვილი შეცვლის. ელოშვილი აცხადებს, რომ მასთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები არ შემდგარა, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში ის მინისტრობაზე უარის თქმას არ აპირებს.

"ჯერ არ შემოუთავაზებიათ და ვიფიქრებ, ნამდვილად არ ვამბობს, რომ უარს ვიტყვი, მაგრამ დავფიქრდები. მე 4 წელია მოადგილის პოსტზე ვარ. კარგად ვიცი რა გამოწვევებია, ძალიან კარგად ვიცი რა სირთულეები ახლავს ამას. ასე ხელაღებით ვერ გეტყვით. უნდა ავწონ-დავწონო. თუ ეს შეთავაზება იქნება, უნდა გავიარო კონსულტაციები, მაგრამ ეხლა ამაზე საუბარი არ მიდის", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.