მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, Сбербанк-ს სახელი შეუცვალონ

5c11284556c32
ანნა ლაპიაშვილი
12.12.18 20:30
859
"Сбербанк" -ის მოქმედი მმართველი გერმან გრეფი მიიჩნევს, რომ ბანკის დასახელება ორგანიზაციის დანიშნულებას ზუსტად არ ასახავს.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის შემდეგ, მან მედიას განუცხადა, რომ დასახელებიდან სიტყვა "ბანკი" შესაძლოა, გაქრეს.

"ჩვენ ამას ნამდვილად განვიხილავთ, ჯერ ადრეა რაიმეს განცხადება, თუმცა ამისთვის ვემზადებით“, - განაცხადა გრეფმა.

ასევე, აღნიშნა, რომ უკვე დღეს "სბერბანკის" დანიშნულება საბანკო სფეროს სცდება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის (Внешэкономбанка) დასახელების ცვლილებაზე მიიღეს გადაწყვეტილება და მისი სრული დასახელება ითარგმნება როგორც "განვითარების ნაცონალური ინსტიტური".