მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან ამოქმედდება

5b43679bb38b2
ანუკა ჯოხაძე
09.07.18 18:00
1185
შენობებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან ამოქმედდება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შენობებზე მთლიანი ენერგო მოხმარების 40% მოდის. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შემუშავება ქვეყნისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. როგორც ქავთარაძე ამბობს, შენობების ენერგოეფექტურობის კანონი რიგ მოთხოვნებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც როცა ბინა იყიდება ან ქირავდება მათ უნდა ჰქონდეთ ენერგო ეფექტურობის შესაბამისი სერთიფიკატი. აღნიშნული მოთხოვნები გავრცელდება იმ ახალ შენობებზე, რომლის მშენებლობაზე ნებართვა 2020 წლიდან გაიცემა და იმ შენობებზე, რომლის ძირეული რეკონსტრუქცია ხდება.

"როგორც მოგეხსენებათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ენერგო ეფექტურობის კანონმდებლობის შემუშავებაზე მუშაობს. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შენობების ენერგო ეფექტიანობის საკითხებს, რადგან შენობები მთლიანი ენერგო მოხმარების 40%-ს მოიხმარენ. შესაბამისად ჩვენ შევიმუშავეთ კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ მოიწონა და უკვე პარლამენტშია და მალე დაიწყება მისი განხილვები. კანონი ეყრდნობა ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს, რადგან ენერგოეფექტიანობა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან საჭირო, რათა ჩვენ დავზოგოთ ენერგო რესურსები და მოსახლეობამაც ნაკლები გადაიხადოს მოხმარებულ ენერგიაში. შენობების ენერგოეფექტურობის კანონი ითვალისწინებს რიგ მოთხოვნებს, ძირითადი მათგან ის არის რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შენობები, რომელიც იყიდება ან ქირავდება მათ უნდა ჰქონდეთ ენერგო ეფექტიანობის სერთიფიკატი.

ან როდესაც თქვენ ყიდულობთ ბინას უნდა იცოდეთ რამდენს მოიხმარს, რამდენია მინიმალური საჭიროება ენერგიისა ამ ბინის შემთხვევაში. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჯამში გათვალისწინებული 9 კანონქვემდებარე აქტის მიღება. ის რომ ბინას სერთიფიკატი ჰქონდეს ეს ამოქმედდება 2020 წლიდან და მინიმალური მოთხოვნებიც იქნება დადგენილი, რომლის მიხედვითაც სერთიფიკატში გაწერილი იქნება აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს ის თუ არა. მოთხოვნები შეეხება ახალ შენობებს, რომლის თაობაზეც განაცხადი 2020 წლიდან შევა, ასევე მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ იმ შემთხვევაში თუ შენობის ძირეული რეკონსტრუქცია ხდება.”-ამბობს ირმა ქავთარაძე.