მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოდგომიდან ავტოსადგურებს ახალი კანონმდებლობა დაარეგულირებს

5b0a956aa2e4c
თათია ჩაფიჩაძე
27.05.18 15:29
1331
ავტოსადგურების მოწესრიგება მალე კანონმდებლობით დარეგულირდება. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს, მისი პარლამენტში წარდგენა კი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიებზე მოხდება.

„ჩვენ მომზადებული გვაქვს დოკუმენტაცია და დაგეგმილია, რომ ეს ინიციატივა საშემოდგომო სესიებისთვის პარლამენტში წარდგენილი იყოს. ინიციატივა ითვალისწინებას ავტოსადგურების მოწესრიგებას. აქ რეალურად სტანდარტების დაწესებაზეა საუბარი. უნდა დაწესდეს შესაბამისი რეგლამენტები, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მაგალითად უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად ყველა რეფორმის შინაარსში, რომელიც სატრანსპორტო მიმართულებით მიმდინარეობს, მთავარი არის უსაფრთხოება, დანარჩენი ამ უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.

ნაწილს შეიძლება დაევალოს მოწესრიგება, ნაწილი შეიძლება ჯდებოდეს სტანდარტებში. საუბარი რეალურად იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება.“ - უთხრა BM.GE-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.