13.თებერვალი.2018 10:28
ეკონომიკა

შეიარაღებულ ძალებს ფეხსაცმელს თურქული კომპანია შეუკერავს

შეიარაღებულ ძალებს ფეხსაცმელს თურქული კომპანია შეუკერავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ფეხსაცმელს თურქეთში შეუკერავენ. თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანია yakupoglu-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, თურქულმა კომპანიამ 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი უნდა შეკეროს. შეკვეთის საერთო ღირებულება კი 832 500 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ შეიარაღებულ ძალებზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს, ვადა 2017 წლის ბოლოს ამოეწურა. გასულ წელს ფეხსაცმელების შეძენაზე გამოცხადებლი ტენდერი კი ჩაიშალა. ამიტომ შეიარღებულ ძალებს მოუწიათ დაჩქარებული წესით კომპანიის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება. თურქული კომანიის შერჩევა კი თანამშრომლებთან გამოკითხვის წესით მოხდა.

“ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. სამხედრო ქვედანაყოფების გამოკითხვების, მათი შეფასებებისა და ანალიზიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია თურქული წარმოების (YAKUPOGLU 30-320) მაღალყელიანი ფეხსაცმელის შეძენა”, - აცხადებენ შეიარაღებული ძალების გენ.შტაბში.

თურქული კომპანია 22 500 წყვილ მაღალყელიან ფეხსაცმელ ქართულ მხარეს აპრილამდე მიაწვდის.
ავტორი: მარი როჭიკაშვილი
24.თებერვალი.2018 21:08
40

გიორგი სიგუა: "საგამოძიებო სამსახურმა GEM FEST-თან დაკავშირებით 82-გვერდიანი დასკვნა დადო“

ვრცლად
24.თებერვალი.2018 20:37
399

გიორგი სიგუა: "ოცნების" მთავრობაში ზოგიერთები დღე და ღამე კორუფციაში არიან ჩაფლულები

ვრცლად
24.თებერვალი.2018 18:17
111

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ვრცლად
24.თებერვალი.2018 17:10
153

"ვენესუელამ საკუთარი კრიპტოვალუტის გაყიდვით ერთ დღეში $735 მილიონი მიიღო“

ვრცლად
24.თებერვალი.2018 16:08
74

სებ-მა ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი დაამტკიცა

ვრცლად
24.თებერვალი.2018 15:10
134

სოფლის მეურნეობა, სადაც მოსახლეობის ნახევარი მუშაობს, ყველაზე დაბალპროდუქტიულია

ვრცლად