მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შატო მუხრანი ბიზნესის გაფართოებაში 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

59958b0a2bf53
BM.GE
17.08.17 18:20
1395
შატო მუხრანი ბიზნესის გაფართოებაში 700 ათას ლარს ჩადებს. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე 1004 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა. კომპანიამ ობიექტში 12 048 ლარი გადაიხადა.

"შატო მუხრანს" მიწა ვალდებულებებით გადაეცა, მათ შორისაა არანაკლებ 700 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

ადგილზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 1000 კვ.მ ფართის მქონე მარანი, სასაწყობე, ალკოჰოლური სასმელის საწარმოო და შესანახი ფართი.

ვალდებულება „შატო მუხრანმა“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

„საქმის კურსს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ მათ გაფართოების კონკრეტული გეგმა აქვთ, რომელიც რამდენიმე წელზეა გაწერილი. უახლოეს ორ წელიწადში კი აპირებენ მუხრანის სასახლის შიდა რესტავრაცია დაასრულონ. სამომავლო გეგმებში ადგილზე ვიზიტორთა ცენტრისა და სასტუმროს მოწყობაც შედის.

კომპანიამ 2002 წლიდან დაიწყო ადგილზე ვაზის გაშენება, 2007 წლისთვის კი საკუთარი ღვინის წარმოება შეძლეს. ამჟამად „შატო მუხრანი“ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებს.