მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეი შამბა: ბათუმი მაინც მაღალი დონეა

5b75528f74d34
BM.GE
16.08.18 14:08
2977
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას შეფასებით, „ბათუმი მაინც სხვა დონეა და აფხაზეთში უფრო “ღარიბულად” არის საქმე“.

ამის შესახებ შამბამ რადიოსადგურ „Эхо Москвы“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„აჭარაში მეტი ინვესტიციებია. საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება - აშშ, ევროპა და ლამის მთელი მსოფლიო. ინვესტიციები არის რუსული, ყაზახურიც და მრავალი სხვაც. ჩვენთან ამ მხრივ მხოლოდ რუსეთის ფედერაციაა. არ დაგვავიწყდეს კიდევ ფაქტორი, რომ 2008 წლამდე ვიყავით ფაქტობრივ ბლოკადაში. ომმა საქართველოსთან კი გადაიარა სწორედ აქ, აფხაზეთში და ვერ ვიტყვი, რომ ომის შედეგები აღმოფხვრილია. განადგურებული იყო მთელი ინფრასტრუქტურა და ფაქტობრივად, სრულად გატანილი იყო მთელი ავტო თუ საზღვაო საშუალებები, გადამწვარია სახლები. ცხადია, რუსეთი გვეხმარება და 2008 წლიდან გაჩნდა პირველი საშუალებები, რომ პროგრესი დაიწყოს. მას შემდეგ, რაც აფხზეთის აღიარება მოხდა და მოუხსნა სანქციები. მიუხედავად ამ დახმარებისა, ტემპი უკიდურესად ნელია, მაგრამ პროგრესი დაიწყო და ის დაიწყო სწორედ 2008 წელს აფხაზეთის აღიარების და ბლოკადის მოხსნის შემდეგ“, - აცხადებს შამბა.