მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეენკოს უწყება აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

5c3fa39c83e25
თელარა გელანტია
17.01.19 01:33
514
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში 6 ბავშვი რჩება და მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.

"ექიმის განცხადებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე. 2 პაციენტი გადის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. შუახნის ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, მათ შორის 6 ბავშვია", - ნათქვამია განცხადებაში.