მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეენკო სოცმუშაკების გაფიცვაზე: მათი არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ

5c98bc1bbbdcc
BM.GE
25.03.19 15:30
699
„სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არცერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს სოციალური მუშაკების მიერ დღეს დაწყებული გაფიცვის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს არ შეექმნათ შეფერხება.

„ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც დღეს უკვე ძალაში შევიდა. ყველას ვარწმუნებ, არც ერთი სოციალური პროგრამების მოსარგებლეს შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტრო სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა ამ ფორმით თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები, რომელიც მათ აქვთ. ახლა მათი გადასაწყვეტია, მათი არჩევანი გაკეთებულია. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. გარანტი ვართ, რომ სოციალური პროგრამების არცერთი ნაწილი არ იქნება შეფერხებული და შეწყვეტილი", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სულ 250 სოციალური მუშაკი ჰყავთ, რომელთაგანაც მინისტრის ინფორმაციით, 180 მუშაკი გაფიცულია.

დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ სოციალური მუშაკების მოლოდინები აქციის მიმართ გადაჭარბებული იყო, რადგან მათ თვეების განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე დეტალურად გაუწერეს რეალისტური სამოქმედო გეგმა.

წყარო: IPN