მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მაისში 424,514 შეადგინა, რაც 64,770-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაისში საქართველოში 723,160 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.2%-ია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და სხვა.