მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა მისტიური მომხმარებლების შედეგები გამოაქვეყნა

5b4f58204a0ff
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 19:08
602
სემეკმა მისტიური მომხმარებლების მეორე ტალღის შედეგები გამოაქვეყნა. სემეკის წევრის დავით ნარმანიას ცნობით, პირველ ეტაპზე მიღებული რეკომენდაციები სერვისის მიმწოდებელმა კომპანიებმა დიდწილად გამოასწორეს. ასევე, გამოიკვეთა ახალი გარემოებები.

„თუ დავალაგებთ სექტორულად, ყველაზე მოწესრიგებული სექტორი ელექტროენერგეტიკის სექტორია, გაზი და წყალმომარაგების სექტორი მოდის შემდგომ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ წყალმომარაგების სექტორს ტექნიკურად უფრო რთული სამუშაოები აქვს შესასრულებელი, უმეტეს შემთხვევებში მიწის სამუშაოა ჩასატარებელი. პროექტის თანხმობაა მერიიდან მისაღები ბევრი სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურის გავლა უწევთ, ამიტომ არის შემთვევები როცა დროში ვერ ეტევიან.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.