14.მარტი.2019 14:55
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

სებ-მა ლიცენზია მორიგ მისო-ს გაუუქმა, მიკროსაკრედიტო ბაზარი მცირდება

სებ-მა ლიცენზია მორიგ მისო-ს გაუუქმა, მიკროსაკრედიტო ბაზარი მცირდება

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 7 მარტის განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი-ს ლიცენზია გაუუქმდა, რის შედეგადაც ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.

ეროვნულმა ბანკმა მისოს ლიკვიდატორად ფიზიკური პირი შალვა ომანაძე დანიშნა.

დღეისთვის ქართულ ბაზარზე სულ 62 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის წარმოდგენილი, წინა წელთან შედარებით ეს რიცხვი 11-ით არის შემცირებული. ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, მცირდება მათი აქტივების მოცულობაც. 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივები 1,457,978,967 ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 65,811,352 ლარით ნაკლებია.

მიკროსაფინანსო ბაზრის შემცირება პირველ რიგში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის ამოქმედებას უკავშირდება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც, ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება.

ამასთანავე, განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.

სებ-ის მიერ დადგენილი 4 საშემოსავლო კოეფიციენტი მათი მაქსიმალური ჭერის მიხედვით ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ია.

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი



19.მარტი.2019 21:15
47

"სახელმწიფოს მხრიდან მეტი ნოვაციაა საჭირო, რათა საგარეო მიმართულება ევროპისკენ განვითარდეს"

ვრცლად
19.მარტი.2019 20:30
164

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად
19.მარტი.2019 20:20
192

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:50
40

ჰონგ–კონგის დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
253

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 19:26
378

ჰონგ კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტით დაინტერესდნენ

ვრცლად