მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა კომერციული ბანკების დაჯარიმების წესი განსაზღვრა

5ae08ac1c62ad
BM.GE
25.04.18 17:52
922
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების დაჯარიმების წესი და ჯარიმის ოდენობა განსაზღვრა. კერძოდ, ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში გამოუქვეყნებლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;

პილარ 3-ის ფარგლებში კვარტალური, წლიური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური ან წლიური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 ლარის ოდენობით.

ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ან შემუშავებული ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 ლარის ოდენობით;

წლიური ზოგადი ფინანსური ანგარიშგების, აუდიტორის დასკვნისა და სარეკომენდაციო წერილის დადგენილი ფორმითა (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და/ან დადგენილ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე – 5 000 ლარის ოდენობით;

აუდიტორთან ზოგადი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლის, აუდიტორის მიერ ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის ან ასეთ ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარის ოდენობით;

ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში – თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარის ოდენობით;

ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში – აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარის ოდენობით;

ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში – დარღვევის თითოეულ ფაქტზე 5 000 ლარის ოდენობით;

კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში – დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;

ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულებით გათვალისწინებული ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით.

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებული კომიტეტების კრების ოქმების ან/და ოქმებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;

ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების, წარმომადგენლობისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;

ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;

ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 10 000 ლარის ოდენობით;

ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;”

წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით;