20.იანვარი.2016 19:21
საფინანსო სექტორი

სებ-ის საბჭოს წევრობის ოთხივე კანდიდატი ცნობილია

სებ-ის საბჭოს წევრობის ოთხივე კანდიდატი ცნობილია
საქართველოს პრეზიდენტს ექსპერტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინეს.
 
როგორც „ბიზნესკონტაქტისთვის“ გახდა ცნობილი, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან: გიორგი ფაილოძე, გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე და არჩილ იაკობაშვილი.

გიორგი ბაქრაძე, სებ-ის მოქმედი პრეზიდენტის და საბჭოს წევრის, გიორგი ქადაგიძის მრჩეველია, ნია შარაშიძე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი.

გიორგი ფაილოძე ფინანსების მიმართულებით მუშაობს, ხოლო არჩილ იაკობაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

სებ-ის საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალის ბოლოს ეწურება. ბანკის ახალი პრეზიდენტი საბჭოს წევრებმა უნდა აარჩიონ და შემდეგ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარუდგინონ დასამტკიცებლად. სებ-ის საბჭოს წევრს კი პარლამენტი ამტკიცებს.



23.ივლისი.2018 19:12
9

"აქტივების მოცულობის კუთხით ბანკების ზრდა შენელებულია"

ვრცლად
23.ივლისი.2018 16:40
39

"ეროვნულმა ბანკმა უფლება მიიღო აკონტროლოს მთელი საფინანსო სექტორი და ეს სწორია"

ვრცლად
23.ივლისი.2018 15:33
23

ქართული კომპანიების აქციების ფასი

ვრცლად
23.ივლისი.2018 15:32
22

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

ვრცლად
23.ივლისი.2018 14:23
47

"მომავალი წლიდან საინვესტიციო ბანკების გააქტიურებას უნდა ველოდოთ"

ვრცლად
23.ივლისი.2018 13:14
53

"ახალი რეგულაციების გარკვეული ნორმები, საბანკო დანახარჯებს გაზრდის"

ვრცლად