მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sberbank EEA-ს წევრი გახდა

59e87f7ad33ca
BM.GE
19.10.17 14:32
994
Sberbank არაკომერციუკი კონსორციუმის Enterprise Ethereum Alliance-ის (EEA) წევრი გახდა, რომელიც ბლოკჩეინის და ეთერიუმის რეალურ ბიზნესში გამოყენების შესაძლებლობებს სწავლობს. EEA 2017 წლის თებერვალში შეიქმნა. მის შემადგენლობაშია უმსხვილესი საერთაშორისო ფინანსური IT-კომპანიები, მათ შორის CME Group, Credit Swiss, ING, JP Morgan, UBS, Accenture, Deloitte, Intel და Microsoft. Sberbank პირველი რუსული ბანკია რომელიც ამ ალიანსს შეუერთდა. აქამდე ერთადერთი რუსული კომპანია რომელიც კონსორციუმის წევრი იყო Qiwi-ია. როგორ Sberbank-ის საკრედიტო ორგანიზაციის პირველი აღმასრუელბელი დირექტორი ამბობს, ალიანსის წევრობა ბანკისთვის ახალი ეტაპია. 2016 წლის სექტემბერში სბერბანკი შეუერთდა საერთაშორისო ბლოკჩეინ-კონსორციუმს Hyperledger, რომელიც ფონდ Linux-ის მიერ 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა და არაკომერციულ კონსორციუმს წარმოადგენს.