მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტების შესაძენად ტენდერი ხვალ გამოცხადდება

5901a78ae00eb
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.17 12:15
908
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტების შესაძენად ტენდერი ხვალ, 28 აპრილს გამოცხადდება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისი თქმით, ტენდერის ძირითადი კრიტერიუმები მაღალი ხარისხი და დაბალი ფასია.

სერგეენკოს განმარტებით, მონაწილე კომპანიებმა უნდა წარადგინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის შესაბამისობის
სერთიფიკატი.

მინისტრის თქმით, ტენდერში მონაწილეობა ქართულ კომპანიებსაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტების სუბსიდირებას აპირებს. სერგეენკოს განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებში შემავალ პირებს - პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, შშმ პირებს და 6 წლამდე ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღება თვეში მაქსიმუმ 1 ლარი დაუჯდებათ.