მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე: საყოველთაო ჯანდაცვას დამატებითი რესურსი უნდა გამოეყოს

5641e5a14650e
ბიზნესკონტაქტი
10.11.15 16:34
2157
 2015 წლის ბიუჯეტში კვლავ კორექტირება შევა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დინამიკის ნახვის შემდეგ, აუცილებელი გახდა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 4-5 თვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პროგრამისთვს გამოყოფილი თანხა არ საკმარისი არ იქნებოდა და სწორედ ამიტომაც გაცხადდა, რომ ამ პროგრამისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვის საკითხი.

"კარგია, რომ ბიუჯეტის კორექტირება არ ხდებოდეს. ჩვენ საგადასახადო შემოსავლების გეგმის გადაჭარბებით შესრულების პირობებში შეგვეძლო ცვლილება არ განგვეხორციელებინა ბიუჯეტში, თუმცა დადგა საჭიროება და სწორედ ამ საჭიროებაზე იყო საუბარი, რომ იქნებოდა გარკვეული ცვლილებების შეტანა საჭირო, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დინამიკა ვნახეთ. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 470 მილიონი ამ პროგრამისთვის, თუმცა პირველი 4-5 თვის შესრულების მერე ცხადი გახდა, რომ ეს თანხა პროგრამისთვის საკმარისი არ იქნებოდა და გაცხადება გაკეთდა, რომ ამ პროგრამის შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, მოზიდული იქნებოდა დამატებითი რესურსები. ეს პროგრამა დაიწყო და მთლიანი მასშტაბით ამოქმედდა 2014წლის სექტემბრიდან და ჩვენ რეალური სურათი, თუ რა იქნებოდა ამ პროგრამის ხარჯვის ტენდენცია ოქტომბერსა და ნოემბერში ვერ გვეცოდინებოდა, როდესაც 2015 წლის ბიუჯეტი იგეგმებოდა. რეალური ტენდენცია პროგრამის დავინახეთ მიმდინარე წლის გაზაფხულზე და სწორედ მაშინვე დაისვა საკითხი, რომ ამ პროგრამისთვის საჭირო იქნებოდა დამატებით რესურსის გამოყოფა" - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.