09.აგვისტო.2018 17:15
საზოგადოება

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილბები შევიდა

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილბები შევიდა
მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში", რომლებიც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში, მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც. პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.



22.თებერვალი.2019 11:36
178

დეზერტირების ბაზარში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

ვრცლად
21.თებერვალი.2019 19:50
1677

ირაკლი როსტომაშვილი: საპარკინგე ადგილებზე სურსათის მაღაზიებია, ასე არ შეიძლება

ვრცლად
21.თებერვალი.2019 19:00
1798

"ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ანადგურებს ადამიანებს, თუ მას გულში აქვს ჩადებული"

ვრცლად
21.თებერვალი.2019 18:51
1687

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის ნომრის მითითება იქნება აუცილებელი

ვრცლად
21.თებერვალი.2019 17:29
135

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სასტუმრო "პულმანს" ესტუმრა

ვრცლად
21.თებერვალი.2019 16:40
462

"ადამიანები რომ გამოვიდნენ ქუჩაში, მამუკა ხაზარაძე უნდა იყოს საპროტესტოდ განწყობილი"

ვრცლად