მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში 6000 ვაკანტური ადგილისთვის 8600-მდე პირი იბრძოლებს

58f5b592c87d5
თათია ჩაფიჩაძე
18.04.17 10:40
1143
პროფესიულ კოლეჯებში სწავლების სურვილი საგაზაფხულო მიღებაზე 8600-მდე პირმა დაფიქსირა, რაც შეეხება ვაკანტურ ადგილებს, სახელმწიფო პროვაიდერთა ქსელში სულ 6000 თავისუფალი ადგილია.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ტურიზმი, მომსახურების სფერო, სამკერვალო ნაწარმისა და ასევე ავტომობილის სპეციალისტია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურსია კონდიტერის, მზარეულის, გიდის და ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროგრამაზე.

"ჩვენ წელს პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი 8556 პირი დავარეგისტრირეთ, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25%-ით მეტია. ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები და მიმართულებები გახლავთ მომსახურების სფერო, ტურიზმი, აიტი მიმართულება, ასევე სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი . რაც შეეხება სასწავლებლებს და მათ გეოგრაფიულ დაფარვას, ყველაზე მოთხოვნადი გახლავთ თბილისი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი და ასევე კახეთის რეგიონში არსებული სასწავლებლები“ - განაცხადა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და ის 8 აპრილს დასრულდა. დაახლოებით 2 კვირაში აპლიკანტებს ტესტირებების გავლა მოუწევთ, ქულის გაგების შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება არჩევანი ვაკანტური ადგილების მიხედვით შეცვალონ. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხულთათვის სწავლება სავარაუდოდ 20 მაისს დაიწყება.

ფოტო: vet.ge