10.თებერვალი.2019 17:30
ეკონომიკა

სახელმწიფო ავტოპარკის დაზღვევაზე ტენდერის ხელახლა გამოცხადების დრო ისევ გაურკვეველია

სახელმწიფო ავტოპარკის დაზღვევაზე ტენდერის ხელახლა გამოცხადების დრო ისევ გაურკვეველია
სახელმწიფო ავტოპარკის დაზღვევაზე ჩაშლილი კონსოლიდირებული ტენდერის, ხელახლა გამოცხადების დრო ისევ გაურკვეველია. როგორც bm.ge-ს შესყიდვების საგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარეობს, შესაბამისად ვერ აკონკრეტებენ, როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი. უწყებაში ვერც იმაზე საუბრობენ, შეიცვლება თუ არა სატენდერო პირობები, რის გამოც, სადაზღვევო კომპანიებმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილება, არ მიეღოთ მონაწილეობა პროცესში, იმ მოთხოვნებით იყო გამპირობებული, რასაც სახელმწიფო მათ უყენებს. კერძოთ, კომპანიებისთვის მიუღებელია, დაეკისროთ პასუხისმგებლობა, მანქანების შეკეთების ხარისხზე, ასევე მიუღებელია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის დროს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურებაც და სხვა.

როგორც bm.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, სატენდერო პირობების განახლებული ვერსიის შემუშავების პროცესში ისინი არ მონაწილეობენ.

,,ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ საკუთარი მოსაზრებები გავუგზავნეთ, თუმცა დიდი ხანია აღარაფერი ისმის მათგან, დუმილია. არ ვიცით რას აკეთებენ, ვერაფერს გეტყვით. ჯერ-ჯერობით დრო არის, 2 თვიანი ვადა აქვთ აღებული, რადგან დაზღვევის მოქმედი ხელშეკრულებები სახელმწიფო უწყებების ნაწილმა სწორედ 2 თვით გააგრძელეს, ეს დრო კი თებერვლის ბოლოს იწურება. ველოდებით რა პირობებს შემოგვთავაზებენ”-განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, სამუშაო ძალიან ბევრია, ჩამოსაყალიბებელია რა პრინციპს დაეყრდნობა კონსოლიდირებული ტენდერი.

,,გვინდა რომ ზუსტად ჩამოაყალიბოს სახელმწიფომ, რომელ სტრუქტურას რა დაფარვები ეკუთვნის. მაგალითად, მერიის მანქანას არ სჭირდება დაზღვევა იმ შემთხვევაზე, რომ წითელზე გაიაროს-ცალსახაა, რომ არ უნდა გაიაროს, პოლიციის ოპერატიულ მანქანას კი ასეთი დაზღვევა სჭირდება. უნდა დალაგდეს ისე, რომ მერიას არ ჰქონდეს ისეთი დაზღვევის ყიდვის საშუალება, რომელიც მას არ სჭირდება.”-განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, ავტოდაზღვევა, პირველი სერვისია, რომლის კონსოლიდირებასაც სახელმწიფო ცდილობს. ,,სერვისის კონსოლიდირება ძალიან რთულია. ბენზინი გასაგებია, საბურავი გასაგებია, კომპიუტერიც, მაგრამ სერვისს თავისი სპეციფიკა აქვს”-აღნიშნა ხეჩინაშვილმა.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



19.თებერვალი.2019 14:40
16

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
152

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
119

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
179

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
186

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
243

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად