მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახე-დარი" ქართული ვირის ყველის აშშ-ში ექსპორტისთვის ემზადება

5b77d0843309c
თამუნა ქემერტელიძე
18.08.18 11:52
5488
„საქართველოში წარმოებული ვირის ყველი, შესაძლოა, აშშ-ში გაიყიდოს“, - ამის შესახებ bm.ge-ს ვირების ფერმის "სახე-დარის" ხელმძღვანელმა თემურ ლომიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში 1 კილოგრამი ვირის ყველის ფასი $1000-$1200 შორის მერყეობს და ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის თვეში 5-6 კილომდე ყველის გატანას შეძლებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ლომიძის თქმით, ვირის ყველის ბიზნესი წარუმატებელი აღმოჩნდა და ქართველ ბაზარზე მისი რეალიზაცია, ფაქტობრივად, ვერ მოახერხა;

თუმცა ფერმერი ამბობს, რომ განსხვავებული სურათია ვირის რძის შემთხვევაში;

ლომიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში მან 550 ლიტრი რძის რეალიზაცია შეძლო; ლიტრი - 60 ლარად გაყიდა.

ამასან, როგორც bm.ge-თან საუბარში ფერმის ხელმძღვანელი აცხადებს, ვირების ფერმამ და მასთან დაკავშირებულმა ბიზნესმა საქართველოში ახალი ბიზნესებიც გააჩინა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ვირის რძით დამაზადებული კოსმეტიკური საპნები.