მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

565ed3c0282ad
BM.GE
02.12.15 15:15
1379
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 19 800 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.920 პროცენტით, მაქსიმალური 13.440 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.201პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.