მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავზე ფასები შემცირდა

594bcc98148e5
ელენე გოგბერაშვილი
22.06.17 17:55
1565
საწვავზე ფასები შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები საშუალოდ 5 თეთრით დაკორექტირდა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, საწვავზე ფასების კლება საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირებამ და ლარის კურსის დასტაბილურებამ განაპირობა. მთვრალაშვილი პროგნოზირებს, რომ ნავთობზე ფასების შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და ნავთობპროდუქტებზე ფასი 5-დან 10 თეთრამდე დაიკლებს. 

"ჩვენ ველოდებით რომ ფასების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. დღეს ეს არის 3-5-7 თეთრიანი კორექტირება სწორედ იმ დოზით, რა დოზითაც საერთაშორისო ფასები არის შემცირებული. ეს მომავალში იძლევა შესაძლებლობას სადღაც 3, მაქსიმუმ 10 თეთრით მოახდინონ კომპანიებმა ფასების შემცირება’’-აცხადებს ,,საქმის კურსთან’’ ვანო მთვრალაშვილი.