მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59c4c714cd37e
შოთა დიღმელაშვილი
22.09.17 12:13
1091
დოლარი დაეცა ძირითადი სავალუტო კალათის მიმართ. ფედერალური სარეზერვო ბანკის შეხვედრიდან გამოტანილი ამბის ეფექტი გაიცვითა. დოლარი გაიაფდა მიუხედავად ეკონომიკური ანგარიშების დუეტისა, რომელიც აჩვენებდა, რომ წარმოებისა და შრომის ბაზრის აქტივობამ ნავარაუდევს გადააჭარბა.

ერთი პროგნოზის დარღვევა იყო, რომ ქარიშხალი ჰარვის შედეგად ეროვნული წარმოება უნდა შეფერხებულიყო, თუმცა წარმოების ინდექსი გაიზარდა, ნაცვლად კლებისა.

აგრეთვე, უმუშევრობის შემწეობაზე მოთხოვნაც ნავარაუდევზე კარგა მეტად დაიწია.
ერთი დოლარის ფასი იაპონური იენისთვის 112.5-ს უახლოვდება. გირვანქა სტერლინგი კიდევ უფრო გაუძვირდა ამერიკულ ვალუტას და დოლარი და 26 ცენტი ღირს.

რაც შეეხება ევროს, - ერთი ევროს ფასი დოლარსა და 19 ცენტს აჭარბებს.

ხუთშაბათს ბიტკოინი დაეცა. რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა გადამცვლელები აკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე, რითაც არსებობის 9 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა ბიტკოინს. დღეს მისი ფასი 3600 დოლარზე კორექტირდა. 10%-ზე მეტით დაიეცა ბიტკოინ ქეშის კურსი და ახლა ერთი 427 დოლარი ღირს. ხოლო ეთერიუმმაც საკუთარი ღირებულებიდან 9.5%-ზე მეტი დაკარგა და მისი ფასი 256 დოლარამდე ჩამოვიდა.