11.ივლისი.2018 19:46
ბლოგი

სავალდებულოობის კომპონენტი დაგროვებით საპენსიო რეფორმაში

სავალდებულოობის კომპონენტი დაგროვებით საპენსიო რეფორმაში
დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ ყველა რეგულარულად დასაქმებულისთვის მომხრე ვარ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის სავალდებულოობის ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე, თუმცა სახელმწიფოს ყოველგვარი ფინანსური კონტრიბუციის გარეშეც (ე.წ. კონსერვატიული მოდელი), აგრეთვე მხარს ვუჭერ, რომ დაგროვებითი სქემები განახორციელოს მხოლოდ კერძო სექტორმა – სახელმწიფო იყოს მხოლოდ ზედამხედველი და საშემოსავლო გადასახადის უნიფიცირებული განაკვეთი შეამციროს 15% ნიშნულზე.

საპენსიო ასაკის გაზრდით ფინანსური ტვირთის შემსუბუქება დღეს მოქმედ სახელმწიფო საპენსიო ფონდზე, რომლისთვისაც 2017 წლის საბოლოო მონაცემებით ცენტრალური ბიუჯეტიდან წლიურად დაახლოებით 1,8 მლრდ ლარი დაიხარჯა და ბენეფიცართა რაოდენობა 730 ათას ადამიანს შეადგენდა, საქართველოს რეალობაში ნიშნავს ათი ათასობით ადამიანისათვის წვდომის გადავადებას რეგულარულ შემოსავალზე.

ე.წ. ასაკობრივი პირამიდის მიხედვით 2030 წლისთვის საქართველოში პენსიონერთა რაოდენობა სულ მცირე ერთ მილიონს მიაღწევს, ხოლო ე.წ. ეკონომიკურად პოტენციურად აქტიურ ადამიანთა რაოდენობა 1,9 მილიონს ჩამოსცდება.

აღნიშნული მონაცემი 2017 წლის ბოლოსთვის თითქმის 2 მლნ ადამიანს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ მათ შორის რეგულარული და დაბეგვრადი სახელფასო შემოსავლით სარგებლობდა დაახლოებით 800 ათასი ადამიანი (დანარჩენი – ე.წ. თვითდასაქმებული).


ე.ი. პენსიონერი–დასაქმებულის რაოდენობრივი პროპორცია თითქმის პარიტეტულია და 2030 წლამდე პერიოდში მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის ელასტიურობის კიდევ უფრო შემცირება.

აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ საქართველო არ დგას ასეთი დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე, არამედ მსგავსი მდგომარეობაა ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანაში.

საქართველოში ისტორიული საპენსიო რეფორმა განხორციელდა 2005-2008 წლებში, როდესაც გაუქმდა ე.წ. ყველა სახის სოც. გადასახადი და შემოღებულ იქნა ბიუჯეტიდან დაფინანსებადი უნიფიცირებული პენსია (ე.წ. ასაკობრივი სოც. დახმარება) - ე.ი. სედონის მოდელი, როგორც საპენსიო უზრუნველყოფის ჯერჯერობით ერთადერთი ზოლი.

მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული დემოგრაფიული მონაცემები ცხადყოფს, რომ ე.წ. საბაზისო პენსიის სისტემამ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თითქმის უკვე მიაღწია ფისკალურ შესაძლებლობათა ზღვარს და თვით ყოველწლიურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის პირობებში ნომინალური საბაზისო პენსიის ყოველწლიურად ზრდის შესაძლებლობები არის ახლა უკვე შეზღუდული, ხოლო 2030 წლის და შემდგომი პერიოდისთვის დიდი ალბათობით სრულად ამოწურული.

აღნიშნული სიტუაციის განსამუხტად დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ერთადერთი გამოსავალი, რომლის გარეშეც ყოველი დღე ამ მეტად მნიშვნელოვანი საუკუნის პროექტის გარეშე არის დაკარგული ქვეყნისთვის.

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ორი ვარიანტი – სავალდებულო და ნებაყოფლობითი.

საქართველოს (1:1) რომ ჰქონდეს ისეთი გაახალგაზრდავებაზე ორიენტირებული ასაკობრივი პირამიდა, როგორც მაგალითად ჩინეთში (1 პენსიონერი : 6,1 დასაქმებული), სინგაპურში (1:4,7), ეგვიპტეში (1:3,5), პაკისტანში (1:3,9) და სხვა მრავალ აზია–აფრიკის ქვეყნებში, მაშინ საბაზისო პენსიის სისტემა ფისკალური გამოწვევის წინაშე არ იქნებოდა და დაგროვებითი საპენსიო სისტემა უპრობლემოდ შეიძლებოდა რომ იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი.

სავალდებულოობის პრინციპი ნიშნავს უდავოდ როგორც კოლექტიურ იძულებას, ისე მცირედით მაინც პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას.

მიუხედავად ამისა, იმავდროულად სავალდებულოობა წარმოადგენს ე.წ. “Second Best Solution”–ს დაგროვებით საპენსიო რეფორმის განხორციელებაში ასაკობრივი სიღარიბის შემსუბუქების მიზნით, მაგრამ საკუთარი ხანდაზმულობის ფინანსური უზრუნველყოფისთვის მეტ თვითპასუხისმგებლობაზე იძულებას კეთილდღეობის გადანაწილების პროცესში.

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი



16.ივლისი.2018 09:25
1711

არჩილ იაკობაშვილი: აქციზის დაბრუნება 2016 წლის დონეზე საწვავს 25 თეთრით გააიაფებს

ვრცლად
10.ივლისი.2018 15:39
231

საზღვაო სერვისების განვითარების მნიშვნელობის განმარტება

ვრცლად
09.ივლისი.2018 09:49
3150

რატომ ვერ გაართვა თავი „ქართულმა ოცნებამ“ საპენსიო რეფორმას?

ვრცლად
02.ივლისი.2018 21:00
2288

უკუგების პოლიტიკური ეკონომიკა

ვრცლად
22.ივნისი.2018 20:30
297

მონაცემთა დაცვის ზოგადი ევროპული რეგულაციის (GDPR ) გვალენა საბანკო სექტორზე

ვრცლად
21.ივნისი.2018 21:00
904

ესპანეთის ეკონომიკა - ეკონომიკური ზრდის წარმატებული მოდელი

ვრცლად