მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ვალდებულება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის

BM.GE
21.04.22 10:33
311
გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის რადენიმე თვის წინ აქტიურად დაწყებული ზედამხედველობა გრძელდება და რუსთავის მაგალითზე განვიხილავთ შედეგებს. 

მონიტორინგის კამპანიის დაწყება, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა. პროცესი ეტაპობრივად ქალაქში არსებულ ყველა საწარმოში ხორციელდება. სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა. 

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", აღმასრულებელი დირექტორი;