მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ობიექტებში, სადაც სურსათია განლაგებული, თამბაქოს გაყიდვა იკრძალება

5b9775a6c6d9c
თელარა გელანტია
11.09.18 11:57
3420
სავაჭრო ობიექტებში, სადაც სურსათია განლაგებული, თამბაქოს რეალიზაცია იკრძალება.

შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია) მე-2 პუნქტში (აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია) შედის და “გ” ქვეპუნქტი შემდეგი სახით ყალიბდება.

„აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია: გ) სავაჭრო ობიექტში, თუ თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა განლაგებულია სურსათთან ან სხვა სახის პროდუქტთან ერთად. ამასთანავე, სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა განლაგებული უნდა იქნეს სურსათისგან და სხვა სახის პროდუქტისგან განცალკევებით“, - წერია კანონ-პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის: მოქმედი კანონით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აკრძალულია სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება;
კანონ-პროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია.