20.თებერვალი.2016 16:44
საზოგადოება

საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება

საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება
220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო სოფელ რუხში, მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება. განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკის მთავარი შენობა დასრულებულია, მიმდინარეობს სხვა დამხმარე შენობების მშენებლობა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები. მინისტრის ინფორმაციით, გახსნის შემდეგ, კლინიკაში 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

"კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევს. საავადმყოფო ასევე მოემსახურება რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი აშენდება", - განმარტავენ უწყებაში. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 000 ლარია. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.



18.თებერვალი.2019 22:00
1114

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 20:11
1275

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 15:09
2351

21 თებერვალს გიდები აპოლიტიკურ საპროტესტო აქციას გამართავენ - „შეწყდეს სეპარატისტული ტურიზმი“

ვრცლად
18.თებერვალი.2019 14:38
851

ცქიტიშვილის უწყება სამხედრო სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 14:14
670

„ევროპული საქართველო“ კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 13:21
67

საქართველოს უახლესი ისტორია არსის 30-წლიან ბიოგრაფიაში

ვრცლად