მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო ქვეყნები ემიგრანტებისთვის

596b29bc54e90
BM.GE
16.07.17 17:00
1798
U.S. News and World Report-მა ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების ახალი რეიტინგი შეადგინა, რომელიც ისეთ პარამეტრებს ეფუძნება, როგორიც ეკონომიკური სტაბილურობა, შემოსავლის თანასწორობა და შრომის ბაზარია. რეიტინგის შედგენისთვის 21 000 ბიზნესმენის და მეწარმის შეფასებები გამოიყენეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე.

რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის დროს მსოფლიო ბანკისა და გაეროს მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემები გამოიყენეს. ამასთან, შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ფულადი გზავნილების მოცულობაც იყო.

ემიგრანტებისთვის სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული ასეთია:
1. შვედეთი
2. კანადა
3. შვეიცარია
4. ავსტრალია
5. გერმანია
6. ნორვეგია
7. ამერიკის შეერთებული შტატები
8. ჰოლანდია
9. ფინეთი
10. დანია