მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BMG4BUSINESS - "Myway airlines" - "ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი სუბსიდიის ნებისმიერ ავიაკომპანიაზე თუ ეს არის საერთაშორისო მარშრუტი"

BM.GE
29.07.19 23:59
1167
myway airlines-მა  რუსული ემბარგოს ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 600 000 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის ზარალი ნახა. ავიაკომპანიის დირექტორი იგორ აფციაური სახელმწიფოს “სტიმულირების პროგრამას”, რომელიც რუსეთ-საქართველოს ავიარეისებით მგზავრთგადაყვანის სუბსიდირებას გულისხმობს,  აკრიტიკებს. მისი თქმით, სახელმწიფოს ეს ქმედება, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელიც საერთაშორისო ავიარეისებზე სუბსიდირებას კრძალავს. როგორც აფციაური ამბობს, აღნიშნულ საკითხზე mywayairlines-ის მენეჯმენტს შესაბამისი უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.