მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი ნავთობის გაძვირებით იმუქრება

5bc5d865ebff3
ლევან თაღიაშვილი
16.10.18 17:00
675

საუდის არაბეთის საფონდო ბირჟამ 33 მილიარდი დოლარი იზარალა იმ შესაძლო სანქციების დაწესების გამო, რომელიც ინვესტორებს აშინებს. ქვეყნის ხელმძღვანელობამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ოქროს ფასი, შესაძლოა, 100, 200 ან უფრო მეტიც, 400 დოლარამდე გაზარდონ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც Washington Post-ის მესვეტე, ჯამალ ხაშოგი გაუჩინარდა, რომელიც კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა საუდის არაბეთის წინააღმდეგ. ის თურქეთში, კერძოდ სტამბულში გარდაიცვალა. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის ერთ-ერთ შენობაში მოკლეს და მისი ცხედარი გადამალეს, თუმცა საუდის არაბეთი ამ ფაქტს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი ყოველდღიურად 10 მილიონ ბარელ ნავთობზე მეტს აწვდის მსოფლიოს.