მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატვირთო ავტომობილის მძღოლები აქციას მართავენ

5b7a75da86027
BM.GE
20.08.18 12:02
1129
თბილისში სატვირთო ავტომობილის 100-მდე მძღოლი აქციას მართავს. მათი ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში ხორბლის იმპორტის ავტოსატრანსპორტო საშუალებით განხორციელება იკრძალება. ერთ-ერთი მძღოლი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ეს ინფორმაცია ლარსის საბაჟო პუნქტზე მიაწოდეს.

„850 000-მდე მანქანას შემოაქვს ამ გზით ხორბალი. ჩვენთვის გონივრული ვადა უნდა მოეცათ, რადგან ყველას კრედიტები გვაქვს.

ჩვენი აზრით, შეზღუდვის მიზეზი არის ის რომ იმპორტი რკინიგზით განხორციელდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოვა ძვირიანი ხორბალი, რაც პურის ფასსაც გაზრდის“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თემაზე bm.ge შემოსავლების სამსახურსაც დაუკავშირდა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.