მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ფინანსთა მინისტრი შეხვდება

5ba22e37ee8ce
BM.GE
19.09.18 15:07
653
სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ფინანსთა მინისტრი შეხვდება. მძღოლების ნაწილი თბილისის გეზ-ის ტერიტორიიდან მინისტრთან შესახვედრად უკვე წავიდა. მინისტრს მძღოლების საინიციატივო ჯგუფი შეხვდება.
17 სექტემბრის 16:00 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი.

გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი.

გუშინ, მძღოლებსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლერი ბარნაბიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები თბილისის გეზის ტერიტორიაზე რჩებიან და აცხადებენ რომ დღეს დღის ბოლომდე დაელოდებიან გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.