21.აპრილი.2017 11:11
ბიზნესი

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე 6 პირი დააკავეს

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე 6 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

"საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი",- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
25.ნოემბერი.2017 02:02
124

შსს-ს მიერ განახლებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი

ვრცლად
25.ნოემბერი.2017 00:12
204

შსს: გარდაცვლილია 12 ადამიანი

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
687

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
593

"ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარზე შსს განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 19:07
54

GPI-მ 9 თვეში 3,2 მლნ ლარის მოგება მიიღო

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 18:06
106

პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის დინამიკა

ვრცლად