მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრომ Crowne Plaza მაშველები და მეხანძრეები საკვებით და წყლით მოამარაგა

599c2eff55c4f
BM.GE
22.08.17 17:15
14402
სასტუმრომ Crowne Plaza Borjomi ბორჯომის ხეობაში მომუშავე მაშველები და მეხანძრეები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა. ინფორმაციას თავად სასტუმროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება და სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ პროცესში სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი" აქტიურად არის ჩართული. სასტუმროს ადმინისტრაციამ მაშველები და მეხანძრეები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ პასუხსიმგებლობას და ხანძრის ლოკალიზების შემდეგ შევუერთდებით და ორგანიზებას გავუწევთ ხის დარგვის აქციებს დაზიანებულ ტერიტორიებზე",- ნათქვამია განცხადებაში.


უკვე მესამე დღეა ბორჯომში, სოფელ წაღვერთან ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის 12 ჰა ტერიტორია უკვე დამწვარია. ადგილზე მუშაობს 500-მდე მაშველი და საჰაერო ტექნიკა.