მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასმელი წყლის ინფრასტრუქტურაში 500 მილიონი ლარი ჩაიდება

5ba4b37761813
მაია ბიწაძე
21.09.18 13:00
1084
სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რაშიც მომავალი ორი წლის განმავლობაში, 500 მილიონი ლარი ჩაიდება, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

"2012 წლის შემდეგ, ჩვენ 600 მილიონი ლარი დავხარჯეთ წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და მომავალ ორ წელში კიდევ 500 მილიონის ათვისებას ვაპირებთ. წლის ბოლომდე მოხდება მარნეულის წყალმომარაგების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ასევე იგეგმება ხაშურის, ვანის, სამტრედიის წყალმომარაგების მოწესრიგება.

დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში არ გვაქვს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება. ქუთაისში ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, იქ სრული მომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.

ბევრგან გვაქვს ვითარება, რომ ონკანში წყალი მოდის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ წყლის ხარისხი არ შესაბამება იმ სტანდარტებს, რაც დადგენილია სასმელი წყლისთვის, განსაკუთრებით ეს სოფლებს ეხება.

ამჟამად მხოლოდ 1,6 მილიონ აბონენტს ემსახურება წყალმომარაგების კომპანია, ცალკე ფუნქციონირებს აჭარის წყალმომარაგების კომპანია. ჩვენი გათვლებით, სავარაუდოდ 600 ათასამდე ადამიანი ცენტრალური წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.