მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ "ტერაბანკის" ფილიალის ყოფილი მმართველი კლიენტების თანხების მითვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო

595cfed224812
BM.GE
05.07.17 18:58
1429
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა „ტერაბანკის“ ფილიალის ყოფილი მმართველის ბრალდების საქმის განხილვა. სასამართლომ „ტერაბნკის“ ფილიალის ყოფილი მმართველი დამნაშავედ ცნო ბანკის კლიენტების კუთვნილი თანხების მითვისებაში, რაც განხორციელდა თაღლითობისა და დოკუმენტების, მათ შორის მეანაბრეების ხელმოწერების გაყალბების გზით. ამ დანაშაულისათვის, სასამართლომ „ტერაბანკის“ ფილიალის ყოფილ მმართველს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იურიდიულ კომპანია BLB-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადასტურა, რომ მეანაბრის არაერთი ხელმოწერის გაყალბების გზით მისი კუთვნილი ანგარიშიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ მოიხსნა 760 000 აშშ დოლარის თანხა და ამ თანხით დაიფარა დაზარლებული მეანაბრისათვის უცნობი 4 პირის მიერ აღებული სესხი, „ტერაბანკი“ განაგრძობს მისგან დაზარალებული მეანაბრის/მომხმარებლის უფლებების უგულვებელყოფას და კვლავ უარს აცხადებს აუნაზღაუროს მეანაბრეს მისთვის მიყენებული ზიანი, რაც მან განიცადა ამ საბანკო დაწესებულებაში განთავსებული დეპოზიტის გაქრობის გამო.

კომპანიის ინფორმაციით, დაზარალებულმა მეანაბრემ ბანკისათვის თანხის დაკისრების მოთხვნით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ კიდევ გასული 2016 წლის ივლისში. სარჩელის შეტანიდან გავიდა ერთი წელი, მიუხედავად ამისა, სასამართლოს არა თუ არ განუხილავს საქმე, არამედ არ დაუნიშნავს არც ერთი სხდომა. სასამართლოს მოსარჩელისათვის დღემდე არ შეუტყობინებია საქმის ჩანიშვნის რაიმე თარიღი, რაც წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას და რაც სამწუხაროდ არც თუ ისე უანგარო ტენდენციად იქცა საქართველოს სასამართლო სისტემაში, რითიც, როგორც წესი, სარგებლობენ უფლების დამრღვევი მხარეები.

იმის გამო, რომ მეანაბრის კანონიერი უფლებების აღდგენა უსასრულოდ ჭიანურდება ბანკის მოქმედებებისა და სასამართლოს მიერ კანონის უხეში დარღვევის გამო, დაზარალებულმა მეანაბრემ და მისმა ოჯახის წევრებმა გადაწყვეტეს განაახლონ პერმანენტული აქციები „ტერაბანკის“ ოფისებთან მოთხოვნით, რომ ბანკმა დაუბრუნოს მისი გამქრალი ანაბარი მეანაბრეს, რომელმაც თანხა შესანახად ანდო „ტერბანკს“. ასევე დაზარალებული მეანაბრის ოჯახი აქციებს გამართავს იუსტიციის საბჭოსთან და საქალაქო სასამართლოსთან მოთხოვნით, რომ სასამართლო არ იყოს მანიპულირების იარაღი უფლებადამრღვევი მხარისათის და ამ სისტემამ უზრუნველყოს მხარის უფლებების ეფექტური დაცვა სამართლიანი და ეფქტური სასამართლოს ხელმისაწვდომობის გზით.

IPN.GE