24.თებერვალი.2016 13:25
მსოფლიო

სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა

სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა
კომპანია Johnson & Johnson-ი 72 მილიონ დოლარს გადაიხდის, მისურის შტატში მცხოვრები ქალბატონის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, რომლის სიკვდილიც კომპანიის პროდუქციის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ქალბატონი წლების განმავლობაში, J&J-ის საშხაპე საშუალებებს იყენებდა, მისი გარდაცვალების მიზეზი კი საკვერცხის კიბო გახდა.

როიტერსის ინფორმაციით, შტატების საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გუშინ ღამით გამოიტანეს. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვების გაზრდის მიზნით, წლების განმავლობაში მალავდა ფაქტს, რომ მის პროდუქციას შესაძლოა კიბო გამოეწვია, ტალკის ფხვნილის შემცველობის გამო. მხოლოდ მისურის შტატში მსგავსი ტიპის 1000-ზე მეტი საქმეა აღძრული, 200-მდე კი ნიუ-ჯერსიში. ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გულგრილობაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში სცნეს დამნაშავედ. ოჯახის ადვოკატის ცნობით, კომპანიამ რისკის შესახებ ჯერ კიდევ 1980 წელს იცოდა, თუმცა მას შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

"ჩვენი პასუხისმგებლობა მომხმარებლის ჯანმრთელობის მიმართ ძალიან მაღალია. იმედგაცრუებულები ვართ მომხდარი ფაქტის გამო. თანავუგრძნობთ მოსარჩელის ოჯახს, თუმცა მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას არაერთი მეცნიერული მტკიცებულება უწყობს ხელს", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.



16.იანვარი.2019 15:00
95

როგორ გამდიდრდნენ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ?

ვრცლად
16.იანვარი.2019 01:13
245

პარლამენტმა Brexit-ზე ტერეზა მეის პროექტი ჩააგდო

ვრცლად
15.იანვარი.2019 21:32
493

Apple „ჭკვიანი“ ტანსაცმლის წარმოებას იწყებს

ვრცლად
15.იანვარი.2019 21:01
257

“გერმანიის ეკონომიკა იზრდება და მცირდება ჩინეთთან ერთად” - Commerzbank-ის ეკონომისტი

ვრცლად
15.იანვარი.2019 21:00
54

2018 წელს ყაზახეთის ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა

ვრცლად
15.იანვარი.2019 18:29
200

რა დაჯდა ტრამპის ინაუგურაცია?

ვრცლად