მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ გაზის აფეთქების საქმეზე ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა

5c4461f50199a
BM.GE
20.01.19 15:50
661
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით აწარმოებს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევასა და გულგრილობას გულისხმობს. ბრალდება 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია,"- წერია შსს-ს განცხადებაში. 

დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის გამო აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო რვა - დაშავდა.