08.თებერვალი.2016 19:01
ეკონომიკა

სარა უილიამსონი: საქართველოში ინსპექტორებს ბიზნესის თავისებურებები არ ესმით

სარა უილიამსონი: საქართველოში ინსპექტორებს ბიზნესის თავისებურებები არ ესმით
"საქართველოში აუდიტორებს უნარები არ აქვთ და ინსპექტორებს ბიზნესის თავისებურებები არ ესმით", - აღნიშნულის შესახებ, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, სარა უილიამსონმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება.
 
"არ ვთვლით, რომ მოვლენათა ცენტრში კორუფციაა, ან პოლიტიკური დევნა ხორციელდება, თუმცა, პრობლემა არსებობს. პრობლემაა ის რომ აუდიტორებს უნარები არ აქვთ და ინსპექტორებს ბიზნესის თავისებურებები არ ესმით. არ აქვთ, უნარი რომ ფინანსური დოკუმენტაცია შეამოწმონ. საშინელი ჯარიმებია რომელსაც თვეები სჭირდება. ბიზნესი ზრდაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, მაგრამ ამ დროს მას ზრდის სტიმული ეკარგება. ეს ხდება საქარველოს ეკონომიკაში.

ამ საკითხს იმედიანი თვალით შვხედეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელია. ამასთან მიმართებაში ვცდილობთ, ესტონური მოდელი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბიზნესებს საგადასახადო სტიმულები მივცეთ. განზრახვის გარეშე ჩადენილი მცირე შეცდომების დეკრიმინალიზაცია და აუდიტის პროცესებში სრული რეფორმა უნდა განხორციელდეს.

ჩვენ გასულ კვირას შემოსავლების სამსახურს შევხვდით და ისინი მუშაობენ, რომ თავიანთი საქმიანობა მეტად გამჭირვალე გახადონ. უკვე დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ საქართველოში დაბალი საგადასახადო განაკვეთები და დაბალი კორუფციული მაჩვენებელია. ეს გვესმის და გვესმის, მაგრამ ჩვენი პარტნიორები თავისი ზრდის თვალსაზრისით არ უნდა იბრძოდნენ. თუ ბიზნესმენების 20 პროცენტს ეს პრობლემა აწუხებს, პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

ჩასაფრებულები არ ვყოფილვართ, რომ სხვადასხვა სტრუქტურებისთვის ტალახი გვესროლა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, ინფორმაცია გაგვეგო რამდენი კომპანია როგორ დაჯარიმდა და რა მოცულობით", - განაცხადა სარა უილიამსონმა.



19.ნოემბერი.2018 21:00
41

"1.5 მილიარდი ლარი, შეიძლებოდა უკეთეს ინიციატივას მოხმარებოდა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:20
40

რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება იზრდება

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:00
61

ნიკოლოზ გაგუა: ბოლო წლებში, ასობით სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია განხორციელდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 17:09
706

ლარი გამყარდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 16:40
121

IMF "ვალების განულებაზე": მსგავს ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 16:00
217

"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვალის აღებას მოჰყვება შესაბამისი შედეგები"

ვრცლად