14.დეკემბერი.2015 14:22
ეკონომიკა

საქპატენტის დაფუძნებული "Origin - Georgia" ახალ გეოგრაფიულ აღნიშვნებს გამოავლენს

საქპატენტის დაფუძნებული "Origin - Georgia" ახალ გეოგრაფიულ აღნიშვნებს გამოავლენს
საქპატენტმა და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ა(ა)იპ „ორიჯინ-ჯორჯია“ დააფუძნეს, რომლის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ქვეყანაში კონკურენტუნარიანი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.
 
საქპატენტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილიძე გადაცემაში "საქმიანი დილა" აღნიშნავს, რომ საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირში იქნება. ორგანიზაცია საქმიანობას ოფიციალურად 1 იანვრიდან შეუდგება.

“ორიჯინი არის არაკომერციული იურიდიული პირი ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი ჟენევაში მდებარეობს და რომელიც აერთიანებს მსოფილოს მასშტაბით გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული პროდუქტების წარმოებებს. საქართველოში ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი არის ის, რომ იყოს ანალოგიური, ადგილობრივი სახის ორგანიზაცია, რომელიც ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. ორგანიზაციას შემდეგი წლისთვის რამდენიმე მიზანი აქვს დასახული. ერთი ეს არის ახალი ადგილწარმოშობის დასახელებების მოძიება და რეგისტრაცია. აღნიშნული კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას ჟენევაში და მათთან თანამშრომლობით, ეს იქნება ერთობლივი პროექტი. მეორე კი არის უკვე არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრომოუშენი და როგორც საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ძიება ბაზრების, ასევე ადგილზე ამ ყველაფრის წახალისება და ხელშეწყობა. ორ წელიწადში ერთხელ სხვადსხვა ქვეყნებში საერთაშორისო ორიჯინის გენერალური ანსამბლეა იმართება, სადაც მისი წევრები ჩადიან და კონფერენციაში მონაწილეობაენ და ჩვენი სურვილია და ვგეგმავთ, რომ 2017 წელს აღნიშნულ ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლოს. ამისი რესურსი გვაქვს. მთავარია, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. ეს იქნება ძალიან კარგი შანსი ჩვენი გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის წარმოებებისთვის, რომ მათ მსოფლიოს და პოტენციურ პარტნიორებს გააცნონ საქართველო. ორგანიზაცია კონკრეტულ პროექტებს განახორციელებს, მაგალითად, როგორიცაა კვლევა, - მის განსახორციელებლად ორგანიზაცია მოიძიებს ფინანსებს ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ვთქვათ ევროკავშირი“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგილაძემ.

ამჟამად, საქპატენტის მიერ რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების 18 ქართული ღვინო, (ხვანჭკარა, მუკუზანი, ტვიში და ა.შ.), 8 მინერალური წყალი (ბორჯომი, მიტარბი, საირმე და ა.შ.), 16 გეოგრაფიული აღნიშვნა (სულგუნი, ჩურჩხელა, ჭაჭა, დამბალხაჭო და ა.შ.), რეგისტრაციის ბოლო ეტაპზეა „ქუთაისის მწვანილი“, „ტყიბულის ჩაი“, მაჭახელას თაფლი“ და „ახალქალაქის კარტოფილი“. 

ასოციაციის საქმიანობა ითვალისწინებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადი პროდუქტების გამოვლენას, მათ ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენას და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ასოციაცია დაეხმარება ფერმერმერებსა და მეწარმეებს გაერთიანების შექმნაში, გაუწევს მათ კონსულტაციებს ბრენდინგის, მარკეტინგის, მენეჯმენტის საკითხებში და ასევე, დაეხმარება საერთაშორისო კონტაქტების მოძიებაში.



17.თებერვალი.2019 13:20
56

„მაინტერესებს, როგორ შეიცვალა მოსახლეობის და ხელისუფლების მენტალობა სსრკ-ის შემდეგ“

ვრცლად
17.თებერვალი.2019 13:00
100

საგარეჯოში 200 ათასი ლარი დახარჯეს ბაზრის მშენებლობაში, რომელსაც არ იყენებენ

ვრცლად
17.თებერვალი.2019 12:20
200

იანვარში ყველაზე მეტი ქართველი თურქეთიდან გამოადეპორტეს

ვრცლად
17.თებერვალი.2019 12:00
226

საპარტნიორო ფონდი კასპში მეფრინველეობის ფაბრიკას $1,5 მილიონით დააფინანსებს

ვრცლად
17.თებერვალი.2019 10:07
362

"საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად გადაქცევის კანდიდატი"

ვრცლად
17.თებერვალი.2019 10:00
430

ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს ამოქმედდება

ვრცლად